Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

ინტერმა მილიკის ტრანსფერის სტრატეგია შეიმუშავა

იტალიური მედიის ინფორმაციით, არკადიუშ მილიკის ინტერში ტრანსფერი ფაქტობრივად გადაწყვეტილია.

პოლონელ ფორვარდს ნაპოლისთან კონტრაქტი სეზონის ბოლოს უმთავრდება და პარტენოპეის იმედი აქვს, რომ მას იანვარში გაყიდის და გარკვეულ სარგებელს ნახავს.

Tuttosport-ის და Calciomercato-ს ინფორმაციით, ნერაძური ტრანსფერში მატიას ვესინოს ჩართვას განიხილავს, თუმცა მილანელებს სათადარიგო გეგმაც მზად აქვს.

მოგეხსენებათ მატეო პოლიტანო სეზონის სტარტზე ნაპოლის იჯარის წესით შეუერთდა და პარტენოპეის სეზონის ბოლოს მისი გამოსყიდვის ვალდებულება აქვს. გატუზოს გუნდს მის სანაცვლოდ 19 მილიონის გადახდა მოუწევს, თუმცა შესაძლოა ამ თანხის გარკვეული ნაწილი მილიკის ტრანსფერით გაიქვითოს.