Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ინტერმა მსურველებს ლუკაკუს ფასი შეუთვალა

იტალიური მედიის ინფორამციით, რომელუ ლუკაკუს გაყიდვა ინტერის გეგმებში არ შედის, თუმცა თუ რომელიმე გუნდი ბელგიელის სანაცვლოდ 120 მილიონს გადაიხდის, გუნდი რომელუს გაყიდვას დათანხმდება.

Tuttosport-ის ცნობით, ლუკაკუს ტრანსფერით ყველაზე მეტად ლონდონის ჩელსი ინტერესდება და ინტერთან მის თაობაზე მოლაპარაკებების წამოწყება უკვე სცადა, თუმცა ბენეამატა დიალოგში შესვლას არ აპირებს და ლუკაკუს სანაცვლოდ 120 მილიონს ითხოვს.

წყაროს ინფორმაციით, რომელუ ლუკაკუ კონტეს წასვლის მიუხედავად ბედნიერია და გუნდის დატოვებას არ აპირებს, გასული სეზონის სერია ა-ს MVP-ს გაშვების სურვილი კი არც ნერაძურის აქვს, ამიტომ მისი გუნდიდან წასვლა ამ მომენტისთვის ფაქტობრივად გამორიცხულია.