Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ინტერმა ნანდესთან 4-წლიანი კონტრაქტი შეათანხმა

ინტერი კალიარიდან ნაიტან ნანდესის ტრანსფერზე მუშაობას განაგრძობს და იტალიური მედიის ინფორმაციით, ნერაძურიმ 25 წლის ფეხბურთელთან პირადი კონტრაქტის დეტალები უკვე შეათანხმა, რაც გუნდს კალიარისთან მოლაპარაკებებში დაეხმარება.

ნანდესი ამპლუით ნახევარმცველი გახლავთ, მაგრამ მას მარჯვენა ფლანგზეც არანაკლებ პროდუქტიულად შეუძლია თამაში და ბენეამატა ურუგვაელ ფეხბურთელს აშრაფ ჰაკიმის შემცვლელად განიხილავს.

FcInterNews-ის ცნობით, შეთანხმებული კონტრაქტის თანახმად ნანდესი ინტერთან 4-წლიან კონტრაქტს გააფორმებს, რომლის მიხედვითაც მისი წლიური გასამრჯელო 3 მილიონი ევრო იქნება, თუმცა ბენეამატას კალიარისთან, რომელიც ფებურთელის სანაცვლოდ 35 მილიონს ითხოვს, რთული მოლაპარაკებები ელოდება.