Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ინტერმა ნაპოლის წინადადება გაუმზადა…

გუშინ იტალიურ მედიაში ლორენცო ინსინიეს მიმართ ინტერის ინტერესზე დაიწერა და როგორც ჩანს, ნერაძური აძურის ფორვარდის დამატებას სერიოზულად განიხილავს.

Corriere dello Sport-ის ინფორმაციით, ინტერი მზად არის ნაპოლის ინსინიეს სანაცვლოდ 15 მილიონი ევრო და ჩილელი ფორვარდი ალექსის სანჩესი შესთავაზოს, ინსინიეს კი, რომელიც ნაპოლის რიგებში 4.5 მილიონს იღებს, ხელფასი წლიურად 6 მილიონი ევრო გადაუხადოს.

ინსინიეს კონტრაქტი ნაპოლისთან 2022 წლის ზაფხულში იწურება და მხარეები მის გახანგრძლივებაზე ვერ თანხმდებიან, მაგრამ დე ლაურენტისი დათმობაზე წასვლას არ აპირებს და ინსინიეს სანაცვლოდ 30 მილიონს ითხოვს.

წყაროს ცნობით, თუ ინტერმა ნაპოლისთან ტრანსფერი ვერ შეათანხმა, ბეპე მაროტა იანვრამდე მოიცდის, რის შემდეგაც ფეხბურთელთან წინასწარი კონტრაქტის უფლება ექნება და მის დამატებას უფასოდ შეეძლება.