Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ინტერმა ნიკოლა მილენკოვიჩის ტრანსფერზე მუშაობა განაახლა

მილან შკრინიარის აგენტის სიტყვების შემდეგ (იხილეთ აქ), რომ მისი კლიენტი ინტერთან კონტრაქტს არ გაახანგრძლივებს, ბენეამატა მისი შემცვლელის ძიებას კიდევ უფრო აქტიურად შეუდგა.

იტალიელი ჟურნალისტის დანიელე ლონგოს ინფორმაციით, ინტერმა მუშაობა განაახლა ფიორენტინას ცენტრალური მცველის ნიკოლა მილენკოვიჩის ტრანსფერზე, რომელიც ბენეამატას სიაში უკვე დიდი ხანია იმყოფება.

წყაროს ცნობით, ფიორენტინა სერბი ფეხბურთელის სანაცვლოდ 30 მილიონ ევროს ითხოვს და თუ შკრინიარმა გუნდი მიმდინარე სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში დატოვა, ლომბარდიული გრანდი მის სანაცვლოდ სწორედ მილენკოვიჩის გაფორმებას ეცდება.