Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ინტერმა ონანას ალტერნატივა შეარჩია

აიაქსის კიპერის ანდრე ონანას ბოლოდროინდელმა კომენტარებმა (იხილეთ აქ), გუნდს მისი ალტერნატიული ვარიანტების ძიებისკენ უბიძგა და იტალიური წყაროების ცნობით, ბენეამატამ პრიორიტეტული სამიზნე უკვე შეარჩია.

La Repubblica-ს ინფორმაციით, თუ კამერუნელი კარის დარაჯის ტრანსფერი ინტერში ჩაიშლება, ბეპე მაროტა მის სანაცვლოდ ფიორენტინას კიპერის ბრათოლომეი დრაგოვსკის გაფორმებას შეეცდება.

24 წლის პოლონელ ფეხბურთელს ფიორენტინასთან მიმდინარე კონტრაქტი 2023 წლის ზაფხულში ეწურება და წყაროს ინფორმაციით, იები მის სანაცვლოდ დაახლოებთ 20-25 მილიონს მოითხოვენ.