Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ინტერმა ონანას ტრანსფერი შეათანხმა

იტალიური მედიის ინფორმაციით, ინტერმა აიაქსის კარის დარაჯის ანდრე ონანას ტრანსფერი უკვე შეათანხმა და ის ნერაძურის რიგებს მომდევნო ზაფხულში შეუერთდება.

კამერუნელ ფეხბურთელს ნიდერლანდულ გრანდთან კონტრაქტი მომდევნო სეზონის ბოლოს ეწურება და ნერაძური მას თავისუფალი აგენტის სტატუსით, სრულიად უფასოდ დაიმატებს.

25 წლის ფეხბურთელი, რომელიც დოპინგ-სკანდალის გამო კიდევ 5 თვე თამაშს ვერ მოახერებს, სამირ ჰანდანოვიჩის შემცვლელი იქნება, რომელის გუნდს მომდევნო სეზონის ბოლოს დატოვებს.