Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ინტერმა ონანას ტრანსფერი შეათანხმა

რამდენიმე გავლენიანი სწყაროს ინფორმაციით, ინტერმა აიაქსის კარის დარაჯთან ანდრე ონანასთან კონტრაქტის დეტალებთან დაკავშიებით შეთანხმებას მიაღწია.

ონანა მიმდინარე სეზონის ბოლოს თავისუფალი აგენტი ხდება და მისი გაფორმება არაერთ გრანდს სურდა, მაგრამ ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით ბენეამატამ კამერუნელი ფეხბურთელის სამსახური უკვე გაინაღდა.

25 წლის ფეხბურთელი, რომელიც 25 ნოემბრამდე დოპინგ ბანის გამო თამაშს ვერ მოახერხებს, ინტერში სამირ ჰანდანოვიჩის შემცვლელი იქნება.