Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ინტერმა პალმიერის ალტერნატივას მიაგნო

არგენტინული მედიის ცნობით, ინტერი ზაფხულში აიაქსის მარცხენა მცველის ნიკოლას ტალიაფიკოს გაფორმებას შეეცდება.

გამოცემა TyC Sports-ის ცნობით, ინტერის ვიცე-პრეზიდენტი ხავიერ ძანეტი ფეხბურთელის აგენტებთან მოლაპარაკებებს პირადად აწარმოებდა და თანამემამულის დათანხმება მოახერხა.

ტალიაფიკო, რომელსაც აიაქსი 15 მილიონ ევროდ აფასებს, ემერსონ პალმიერის ალტერნატივად მიიჩნევა. ჩელსი იტალო-ბრაზილიელს 20 მილიონად აფასებს, რის გადახდასაც ნერაძური არ აპირებს და დიდი ალბათობით მის ტრანსფერზე მუშაობას საბოლოოდ შეაჩერებს.