Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

ინტერმა პაპუ გომესთან პირადი კონტრაქტის დეტალები შეათანხმა

Tuttomercato-ს ინფორმაციით, ინტერმა ატალანტას ალეხანდრო ‘პაპუ’ გომესთან პირადი კონტრაქტის დეტალები შეათანხმა.

წყაროს ინფორმაციით, ნერაძური მზად არის არგენტინელს 3-წლიანი კონტრაქტი გაუფორმოს, სეზონში ანაზღაურების სახით კი 2.5 მილიონი ევრო გადუახადოს, რასაც გარკვეული ბონუსები დაემატება.

ინტერი ატალანტასთან შეთანხმებას ჯერჯერობით ვერ ახერხებს. ბერგამოელები გომესის სანაცვლოდ 10 მილიონ ევროს ითხოვენ, ნერაძურის კი ამ თანხის გადახდის საშუალება მხოლოდ იმ შემთხვევაში ექნება, თუ გუნდი რომელიმე ფეხბურთელს გაუშვებს.

წყაროს ინფორმაციით, ბოლო დღეებში გომესის ტრანსფერზე იუვენტუსიც გააქტიურდა და ატალანტას ბერნარდესკი შესთავაზა, ამიტომ ინტერს ფეხბურთელის გასაფორმებლად აჩქარება მოუწევს.