Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

ინტერმა პაპუ გომესთან პირადი კონტრაქტის დეტალები შეათანხმა

PARMA, ITALY - JULY 28: Alejandro Gomez of Atalanta BC looks on during the Serie A match between Parma Calcio and Atalanta BC at Stadio Ennio Tardini on July 28, 2020 in Parma, Italy. (Photo by Alessandro Sabattini/Getty Images)

FcInterNews-ის ინფორმაციით, ინტერმა ატალანტას ალეხანდრო ‘პაპუ’ გომესთან პირადი კონტრაქტის დეტალები შეათანხმა.

წყაროს მტკიცებით, ფეხბურთელს სერია ა-ში დარჩენა სურს და სხვა ვარიანტებს არ განიხილავს, იტალიაში კი ყველაზე მეტად სწორედ ინტერის კანდიდატურა ხიბლავს. გომესი ინტერთან კონტრაქტს 2023 წლის ივნისამდე გააფორმებს, მისი ხელფასი კი 2.5 მილიონი ევრო იქნება, ზუსტად იმდენივე, რამდენიც მას ატალანტაში აქვს.

ახლა ინტერს შეთანხმება ატალანტასთან მოუწევს, რომელიც არგენტინელის სანაცვლოდ 10 მილიონ ევროს ითხოვს. ნერაძური მზად არის, ბერგამოელებს გომესის სანაცვლოდ რობერტო გალიარდინი ან ანდრეა რანოკია შესთავაზოს, თუმცა თუ ატალანტა ამაზე უარს იტყვის, კონტეს გუნდს გომესის გასაფორმებლად ერიქსენის გაყიდვა დაჩქარებულად მოუწევს.