Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ინტერმა პერიშიჩის ორი პოტენციური შემცვლელი შეარჩია

ივან პერიშიჩი, რომელსაც ინტერთან მიმდინარე კონტრაქტი სეზონის ბოლოს ეწურება, ნერაძურისთან კონტრაქტის გახანგრძლივებას აღარ აპირებს და ბენეამატას მისი შემცვლელების პოვნა მოუწევს.

Tuttosport-ის ინფორმაციით, გუნდის ხელმძღვანელობას პერიშიჩის ორი პოტენციური შემცვლელი უკვე შერჩეული ჰყავს და ესენი აინტრახტის ფილიპ კოსტიჩი და სპეციას სიმონე ბასტონი გახლავთ.

კიდევ ერთი კანდიდატი, რომელიც სიმონე ინძაგის ყველაზე სასურველი ფეხბურთელია, ატალანტას რობინ გოსენსი გახლავთ, მაგრამ მისი სატრანსფერო ღირებულება დაახლოებით 40 მილიონია, რისი გადახდის საშუალებაც ინტერს სავარაუდოდ არ ექნება, ამიტომ შედარებით იაფიანი კანდიდატურების ძებნა მოუწევს.