Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ინტერმა პერიშიჩის შემცვლელები შეარჩია

მიმდინარე სეზონის ბოლოს ინტერის გარემარბს ივან პერიშიჩს გუნდთან კონტრაქტი ეწურება და უკვე თითქმის გადაწყვეტილია, რომ მხარეები ერთად მუშაობას აღარ გააგრძელებენ, ამიტომ ბენეამატან მისი პოტენციური შემცვლელების ძიება უკვე დაიწყო და 2 კანდიდატი უკვე შერჩეული ჰყავს.

FcInterNews-ის ინფორმაციით, ინტერი ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში აინტრახტიდან ფილიპ კოსტიჩის ან ატალანტას რობინ გოსენსის დამატებას შეეცდება.

ზაფხულში ორივე მათგანს მიმდინარე კონტრაქტების ამოწურვამდე 1 წელი დარჩებათ, ამიტომ შესაბამისი თანხის სანაცვლოდ ფეხბურთელების გაყიდვის წინააღმდეგი გუნდები არ იქნებიან, თუმცა რომელ მათგანზე გააკეთებს ინტერი არჩევანს, ამას უკვე სიმონე ინძაგი გადაწყვეტს.