Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ინტერმა პერიშიჩის შემცვლელი უკვე შეარჩია

თუ მარსელო ბროზოვიჩი ინტერში დარჩენასთან ახლოს არის, ივან პერიშიჩი, რომელსაც ბროზოს მსგავსად კონტრაქტი გუნდთან სეზონის ბოლოს ეწურება, როგორც ჩანს გუნდს სეზონის ბოლოს დატოვებს.

FcInternews-ის ინფორმაციით, ფეხბურთელი არ არის მზად ახალი ხელშეკრულების მიხედვით ხელფასი შეიმციროს, ამიტომ სხვა ვარიანტებს ამჯობინებს, რომელიც მას მრავლად აქვს.

წყაროს ცნობით, ნერაძურის პრიორიტეტული სამიზნე აინტრახტის ფილიპ კოსტიჩი გახლავთ. 29 წლის ფეხბურთელს გერმანელებთან მიმდინარე კონტრაქტი 2023 წლის ზაფხულში ეწურება და გუნდის დატოვება სურს, ამიტომ გერმანელებს მისი გაყიდვა სეზონის ბოლოს მოუწევთ. ნერაძურის მისი გაფორმება დაახლოებით 15-20 მილიონი დაუჯდება.