Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

ინტერმა პსჟ-ს შკრინიარის ფასი შეუთვალა

ბოლო დღეებში პსჟ მილან შკრინიარის ტრანსფერზე გააქტიურდა და ინტერთან მოლაპარაკებებიც წამოიწყო.

25 წლის სლოვაკი ფეხბურთელი კონტეს 3-მცველიან სისტემას ვერ მოერგო და ნერაძური მისი გაყიდვის წინააღმდეგი არ არის, თუმცა მის სანაცვლოდ 60 მილიონ ევროს ითხოვს.

გამოცემა il Giorno-ს ინფორმაციით, პსჟ შკრინიარს 5-წლიან კონტრაქტს და სეზონში 6 მილიონ ევროს სთავაზობს.

Leave a Reply

Your email address will not be published.