Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ინტერმა რაიოლასთან დამფრისი ტრანსფერზე მოლაპარაკებები წამოიწყო

იტალიური მედიის ინფორმაციით, ინტერის წარმოამდგენლები აშრაფ ჰაკიმის ერთ-ერთი პოტენციური შემცვლელის დენზელ დამფრისის აგენტს მინო რაიოლას დაუკავშირდნენ და ფეხბურთელის ტრანსფერზე მუშაობა დაიწყეს.

ჰაკიმის ინტერიდან წასვლის შემდეგ უკვე საკმაოდ დიდი დრო გავიდა, თუმცა ნერაძური ჯერჯერობით მისი შემცვლელის დამატებას ფინანსური სირთულეების გამო ვერ ახერხებს, მაგრამ ბეპე მაროტას ამ საქმეში მინო რაიოლას დახმარების იმედი აქვს, რომელთანაც მას ჯერ კიდევ იუვენტუსში მუშაობის დროიდან შესანიშნავი ურთიერთობა აქვს.

Corriere dello Sport-ის ცნობით, პსვ-ს დამფრისის სანაცვლოდ 20 მილიონის მიღება სურს და მისი იჯარით გაშვების წინააღმდეგია, ინტერს კი რაიოლას დახმარებით სურს, რომ ნიდერლანდელებმა 25 წლის ფეხბურთელი იჯარით გაუშვან, შემდგომში გამოსყიდვის პერსპექტივით.