Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ინტერმა სანჩესის პრიორიტეტული შემცვლელი შეარჩია

ალექსის სანჩესის ინტერიდან წასვლის შესახებ ცნობები არ წყდება და იტალიური მედიის ინფორმაციით, ბენეამატას მისი შემცვლელი უკვე შერჩეული ჰყავთ.

Tuttosport-ის ინფორმაციით, ინტერი ზაფხულში სანჩესთან კონტრაქტის გაწყვეტას შეეცდება და მის მაგივრად სასუოლოდან ედინ ჯეკოს დამატებას გეგმავს, რომელიც ბეპე მაროტას ჯეკოს იდეალურ შემცვლელად მიაჩნია.

ამ მომენტისთვის ინტერს ედინ ჯეკოს მსგავსი ფორვარდი არ ჰყავს და გუნდი მისი მსგავსი ფეხბურთელის დამატებას აპირებს, მაროტას ფავორიტი კი სწორედ სკამაკა გახლავთ.

ინტერსა და სასუოლოს შორის შესანიშნავი ურთიერთობაა და ნეროვერდის დირექტორმა სკამაკას მიმართ ნერაძურის ინტერესი უკვე დაადასტურა, თუმცა მილანური გრანდი მის გაფორმებას ზამთარში მხოლოდ იმ შემთხვევაში მოახერხებს, თუ გუნდს ალექსის სანჩესი დატოვებს.