ინტერმა სანჩესის შესანარჩუნებლად პირველი ნაბიჯები გადადგა

ნერაძური ალექსის სანჩესის იჯარის წესით კიდევ ერთი სეზონით დატოვებას გეგმავენ.

31 წლის ჩილელი ფეხბურთელი მანჩესტერ იუნაუტედის საუკეთრებაა,თუმცა მიმდინარე სეზონის სტარტზე ინტერს იჯარის წესით შეუერთდა.ფეხბურთელმა თავის გამოჩენა ტრავმების გამო ვერ მოახერხა და დარჩენილ ტურებში ჩილელი თავისი კლასის გამოვლენას შეეცდება.

ანტონიო კონტეს პირადი მოთხოვნით,რომელიც სანჩესის დიდი გულშემატკივარია,ინტერმა მანჩესტერთან უკვე დაიწყო ჩილელის კიდევ ერთი სეზონით იტალიაში დარჩენის შესახებ მოლაპარაკებები,რაზეც წითელი ეშმაკები წინააღმდეგი ნამდვილად არ არიან,რადგან ფეხბურთელი სოულშერის გეგმებში ნამდვილად არ შედის და მისი მყიდველიც არავინ ჩანს.

Leave a Reply

Your email address will not be published.