Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ინტერმა სატრანსფერო გეგმები ზედმიწევნით შეასრულა

გასული სეზონის დასრულებისთანავე, ინტერის პრეზიდენტმა სტივენ ჟანგმა ღიად განაცხადა, რომ გუნდი საკმაოდ რთულ სიტუაციაში იმყოფებოდა და ტრანსფერებიდან ფინანსური სარგებელი სჭირდებოდა, ამის გარდა კი გუნდს ხელფასები უნდა შეემცირებინა.

ინტერის დირექტორებმა, ბეპე მაროტას ხელმძღვანელობით, დაკისრებული მოვალეობა ზედმიწევნით კარგად შეასრულეს.

ნერაძურიმ ფეხბურთელების გაყიდვით საერთო ჯამში 120 მილიონი ევრო გამოიმუშავა, გუნდის სახელფასო ჭერი კი 25 მილიონი ევროთი შეამცირა.

შემოსავლების ძირითადი წყარო რომელუ ლუკაკუს, აშრაფ ჰაკიმის გაყიდვა  და ნაპოლის მიერ გამოსყიდული მატეო პოლიტანო გახდა, რასაც მათი შემცვლელებისთვის დახარჯული თანხა გამოაკლდა და საერთო ჯამში ნერაძურის სარგებელმა 120 მილიონი შეადგინა.