Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ინტერმა სატრანსფერო სტრატეგია შეარჩია…

სტივენ ჟანგის მილანში დაბრუნების შემდეგ, ნერაძურიმ ზაფხულის სატრანსფერო სტრატეგია დაგეგმა.

იტალიური მედიის ინფორმაციით, ნერაძური ზაფხულში ასაკოვანი ფეხბურთელების გაშვებას და ახალგაზრდა მოთამაშეების დამატებას გეგმავს, რაც გუნდის სახელფასო დანახარჯებს შეამცირებს, შემადგენლობას კი გააახალგაზრდავებს.

Gazzetta dello Sport-ის მტკიცებით, გუნდს 35 წლის ალეკსანდრ კოლაროვი და ეშლი იანგი დატოვებენ, რომელთა კონტრაქტიც ინტერთან სეზონის ბოლოს იწურება.

ახალი გუნდის ძიება მოუწევს მატიას ვესინოსაც, რომელიც ინტერიდან ჯერ კიდევ გასულ ზაფხულს უნდა წასულიყო, მაგრამ ტრავმის გამო მსურველის პოვნა ვერ მოახერხა. ინტერი ასევე რაჯა ნაინგოლანის საბოლოოდ გაყიდვას შეეცდება, რომელიც ახლა იჯარის წესით კალიარიში ასპარეზობს.

გუნდში საეჭვოა არტურო ვიდალის და ალექსის სანჩესის დარჩენაც, რომლებიც საკმაოდ მსუყე ხელფასებს იღებენ, მაგრამ არც ერთი მათგანი ძირითადის წევრად არ მოიაზრება.

წყაროს ინფორმაციით, ინტერი ვერონადან მარცხენა მცველის ფედერიკო დიმარკოს დაბრუნებას აპირებს, რომელიც ჯალობლუს იჯარის წესით ივნისში შეუერთდა და მათ ფეხბურთელის გამოსყიდვის საშუალება აქვთ.

ინტერის აკადემიის აღზრდილი ივან იურიჩის გუნდს შესანიშნავად მოერგო და დაამტკიცა, რომ 3-მცველიან ტაქტიკაში ძალიან კარგად თამაშობს.

ნერაძური ვერონას კიდევ ერთი ფეხბურთელის – 19 წლის ედი სალკედოს დაბრუნებას გეგმავს, რომელსაც გუნდში დარჩენის და ადგილისთვის ბრძოლის საშუალება მიეცემა.

დაცვის ცენტრში ნერაძური ბელგიური სტანდარდის 21 წლის ცენტრალური უკანახაზელის ზინჰო ვანჰეუსდენის გაფორმებას გეგმავს, რომელიც ბელგიურ გუნდს გასულ ზაფხულში 11.75 მილიონის სანაცვლოდ გადაბარგდა და ნერაძურის მისი დაბრუნება სურს.

ინტერს ასევე მონცასა და სპეციაში იჯარით მოასპარეზე ლორენცო პირლოას და ლუსიენ აგოუმესთან დაკავშირებით მოუწევს გადაწყვეტილების მიღება.

მათ გარდა, ბენეამატა 20 წლის შემტევ ნახევარმცველს ტიაგო ალმადას აკვირდება, რომელიც ამჟამად არგენტინულ ვალესში თამაშობს, თუმცა მისი ფასი დაახლოებით 20 მილიონი ევროა, რაც ფეხბურთელის ტრანსფერს ართულებს.