Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

ინტერმა სენსის მომავალზე საბოლოო გადაწყვეტილება მიიღო

Gazzetta dello Sport-ის ინფორმაციით, მიუხედავად იმისა, რომ სტეფანო სენსიმ ტრავმების გამო მიმდინარე სეზონში მხოლოდ 3 მატჩში მიიღო მონაწილეობა, გუნდი მის გაყიდვას არანაირი თანხის სანაცვლოდ არ აპირებს.

წყაროს მტკიცებით, ინტერს სენსის ტრანსფერზე რამდენიმე გუნდმა საკმაოდ სოლიდური წინადადებით მიმართა, თუმცა ანტონიო კონტეს მოთხოვნით ნერაძურიმ ყველა მათგანი უარით გაისტუმრა.

აქვე გეტყვით, რომ კრისტიან ერიქსენის გუნდიდან წასვლის შესახებ ხმები უფრო და უფრო ხშირდება და ყველაზე რეალურ ვარიანტად ამ ეტაპზე მისი ტოტენჰემში დაბრუნება რჩება.