Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ინტერმა სერია ა-ს რეკორდი დაამყარა

ინტერმა გასულ ტურში მატეო დარმიანის გოლით კალიარი დაამარცხა, ზედიზედ მე-11 გამარჯვება მოიპოვა და სერია ა-ს რეკორდი დაამყარა.

ანტონიო კონტეს ინტერი გახდა პირველი გუნდი კალჩოს ისტორიაში, რომელმაც სეზონის მეორე წრე ზედიზედ 11 გამარჯვებით დაიწყო.

ნერაძური ამ შესანიშნავ სვლას დიდი ალბათობით დამსახურებული სკუდეტოთი დაასრულებს, რადგან 8 ტურით ადრე ინტერი მილანს 11 ქულით უსწრებს და ჩემპიონობის ოფიციალურად გასაფორმებლად მხოლოდ 13 ქულა აშორებს.