Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

ინტერმა ტოტენჰემის კიდევ ერთი წინადადება დაბლოკა

Corriere dello Sport-ის ინფორმაციით, ტოტენჰემმა დღეს ინტერს მილან შკრინიარის სანაცვლოდ 35 მილიონი ევრო შესთავაზა, რაზეც უარი მიიღო.

ტრანსფერის განხორციელება ორივე გუნდს სურს და კარიერის ტოტენჰემში გაგრძელების წინააღმდეგი არც თავად შკრინიარი არ არის, თუმცა მხარეებს პირველ რიგში ფასზე შეთანხმება მოუწევთ.

ინტერს 25 წლის ფეხბურთელის სანაცვლოდ მინიმუმ 50 მილიონი ევრო სურს, მის სანაცვლოდ კი გუნდში კრის სმოლინგის, ნიკოლა მილენკოვიჩის ან ოზან კაბაკის შეძენას აპირებს, დანარჩენი თანხით კი ნ’გოლო კანტეს გაფორმებას შეეცდება.