Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

ინტერმა ტოტენჰემის კიდევ ერთი წინადადება დაბლოკა

ტოტენჰემი და ინტერი მილან შკრინიარის ტრანსფერზე მოლაპარაკებებს განაგრძობენ და გამოცემა Tuttosport-ის ინფორმაციით, ნერაძურიმ ტოტენჰემის კიდევ ერთი წინადადება იუარა.

წყაროს მტკიცებით, ტოტენჰემმა ინტერს სხვადასხვა ბონუსებთან ერთად შკრინიარის სანაცვლოდ 40 მილიონი ევრო შესთავაზა, რაზეც უარი მიიღო. მილანელებს ფეხბურთელის გაყიდვით 50-55 მილიონის გამომუშავება სურთ.

Tuttosport-ის აზრით, ინგლისელები ინტერს ახალი წინადადებით უახლოესი საათების განმავლობაში მიმართავენ.