Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ინტერმა ფიორენტინას სენსის ფასი შეუთვალა

ფიორენტინა სტეფანო სენსის ტრანსფერზე მუშაობას აგრძელებს და ინტერთან მოლაპარაკებებს აწარმოებს, თუმცა ფლორენციელებს ფეხბურთელის გაფორმება მისი სატრანსფერო ფასიდან გამომდინარე გაუჭირდებათ.

Corriere dello Sport-ის ინფორმაციით, ინტერი მზად არის ფეხბურთელი იჯარის წესით გაუშვას, შემდგომში 15 მილიონ ევროდ გამოსყიდვის ვალდებულებით, ფლორენციელებს კი მის სანაცვლოდ 10 მილიონზე მეტის გადახდა არ სურთ.

წყაროს ცნობით, თავად სენსი ფიორენტინაში ტრანსფერის წინააღმდეგი არ არის და იებთან პირადი კონტრაქტის დეტალები უკვე შეთანხმებული აქვს.