ინტერმა ფირმინოს აგენტთან მოლაპარაკებები დაიწყო
იტალიური მედიის ცნობით, ინტერი ლივერპულის ფორვარდის ფირმინოს აგენტს უკვე დაუკავშირდა და ბრაზილიელ ფეხბურთელთან მოლაპარაკებები დაიწყო.
FcInterNews-ის ცნობით, ლომბარდიული გრანდი რომელუ ლუკაკუს შემცვლელის ძიებას შეუდგა, რომლის იჯარა ინტერში სეზონის ბოლოს იწურება და ბენეამატა დიდი ალბათობით ბელგიელის არენდის გახანგრძლივებაზე, მისი ფორმიდან და მაღალი ხელფასიდან გამომდინარე, უარს იტყვის.
წყაროს ცნობით, ინტერმა ფირმინოს აგენტს თავისი ინტერესი უკვე დაუფიქსირა და მის გაფორმებას ზაფხულში ეცდება, როდესაც 31 წლის ფეხბურთელი თავისუფალი აგენტი გახდება.