Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ინტერმა ფლორენცის აგენტთან მოლაპარაკებები წამოიწყო

იტალიური მედიის ინფორმაციით, ინტერმა რომას უკანახაზელის ალესანდრო ფლორენცის აგენტთან მოლაპარაკებები წამოიწყო და 30 წლის იტალიელს ნერაძური აშრაფ ჰაკიმის შემცვლელად მოიაზრებს.

La Repubblica-ს ინფორამციით, ინტერს ფლორენცის იჯარით აყვანა სურს, შემდგომში გამოსყიდვის პერსპექტივით, რომა კი თავის მხრივ მისი იჯარით გაშვების წინააღმდეგი არ არის, თუ გამოსყიდვის პუნქტი სავალდებულო იქნება.

ფლორენცის გარდა, ინტერს ჰაკიმის პოტენციური არაერთი შემცვლელი დაუკავშირეს, მაგრამ გუნდის ფინანსური სიტუაციის გამო ნერაძური ყველაზე სარფიან ვარიანტს ეძებს და წყაროს ცნობით ფლორენცი ერთ-ერთ მოწინავე პოზიციაზეა…