Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ინტერმა შესაძლოა ბროზოვიჩი უფასოდ დაკარგოს…

იტალიური მედიის ინფორმაციით, შანსი იმისა, რომ მარსელო ბროზოვიჩი ინტერს თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვებს, ძალიან დიდია.

ხორვატ ფეხბურთელს ნერაძურისთან კონტრაქტი 2022 წლის ზაფხულში ეწურება და მხარეები ახალ ხელშეკრულებაზე მოლაპარაკებებს უკვე აწარმოებენ, თუმცა გუნდის შეთავაზებულ და ფეხბურთელის მოთხოვნილ ხელფასს შორის სხვაობა საკმაოდ დიდია.

SportItalia-ს ცნობით, ინტერი ახალი კონტრაქტის სანაცვლოდ 28 წლის ნახევარმცველს 4 მილიონს სთავაზობს, ბროზოვიჩს კი მინიმუმ 6.5-7 მილიონის მიღება სურს.

წყაროს ინფორმაციით, ბროზოვიჩის ტრანსფერით ბარსელონა ინტერესდება და მზად არის მას მოთხოვნილი ხელფასი გადაუხადოს, თუ ის ინტერთან ახალ ხელშეკრულებას არ გააფორმებს და მომდევნო სეზონის ბოლოს ბლაუგრანას თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდება.