Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ინტერმა შესაძლოა სენსი გაანათხოვროს…

იტალიური მედიის ინფორმაციით, ჰაკან ჩალჰანოღლუს გაფორმების შემდეგ, ინტერი სტეფანო სენსის იჯარით გაშვებას სერიოზულად განიხილავს.

ნერაძურიმ სენსი 2019 წლის ზაფხულში გაიფორმა და უდიდესი ტალანტის მიუხედავად, ფეხბურთელმა ტრავმების გამო თავისი პოტენციალის გამოვლენა ვერ მოახერხა.

SportMediaset-ის ცნობით, ორი ჩაგდებული სეზონის მიუხედავად ბენეამატას სენსის ტალანტში ეჭვი არ ეპარება და მის ერთი სეზონით განათხოვრებას გეგმავს, რომ სტეფანომ მეტი სათამაშო დრო მიიღოს და ფორმის დაბრუნება მოახერხოს.