Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ინტერმა შკრინიარის პოტენციური შემცვლელი შეარჩია

ინტერი მილან შკრინიართან ახალი კონტრაქტის თაობაზე შეთანხმებას ვერ ახერხებს და რაც დრო გადის, მისი გუნდიდან თავისუფალი აგენტის სტატუსით წასვლის შანსი სულ უფრო იზრდება, ბენეამატა კი მისი პოტენციური შემცვლელების ძიებას უკვე შეუდგა.

შკრინიარის მიმდინარე კონტრაქტი ლომბარდიულ გრანდთან სეზონის ბოლოს იწურება და ინტერი მას ახალი ხელშეკრულების გაფორმების შემთხვევაში ხელფასის 6.5 მილიონ ევრომდე გაზრდას სთავაზობს, მაგრამ სლოვაკი წლიურად 8.5 მილიონს ითხოვს, რისი გადახდაც გუნდის გეგმებში არ შედის.

Tuttosport-ის ინფორმაციით, შკრინიარის ინტერიდან წასვლის შემთხვევაში, ბენეამატას ერთ-ერთი პრიორიტეტული სამიზნე ტორინოს 23 წლის ფეხბურთელი პერ შურსი იქნება, რომლის გაფორმება მათ დაახლოებით 20-25 მილიონი ევრო დაუჯდებათ.