Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

ინტერმა შკრინიარის შემცვლელს გერმანიაში მიაგნო

Sky Sport Italia-ს ინფორმაციით, იმ შემთხვევაში, თუ ინტერს მილან შკრინიარი დატოვებს, ნერაძური შაკლეს 20 წლის უკანახაზელის, ოზან კაბაკის დამატებას შეეცდება.

20 წლის ფეხბურთელი შაკლეს 6 თვის წინ შტუტგარდიდან, 15 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეუერთდა.

მოლაპარაკებები ტოტენჰემსა და ინტერს შორის მილან შკრინიარის ტრანსფერზე სრული სვლით მიმდინარეობს და არ არის გამორიცხული, რომ სლოვაკი ფეხბურთელის ტრანსფერი ტოტენჰემში უახლოეს დღეებში გაოფიციალურდეს.