Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ინტერმა შკრინიარს ფასი დაადო

იტალიური მედიის ინფორმაციით, ინტერი მზად არის მილან შკრინიარი 50 მილიონი ევროს სანაცვლოდ გაყიდოს.

მილანური გამოცემა Libero-ს ინფორმაციით, ჰაკიმის გაყიდვა ინტერის ფინანსურ პრობლემებს ვერ მოაგვარებს და არ არის გამორიცხული, რომ მის გარდა ბენეამატას კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფეხბურთელის გაყიდვა მოუწიოს, ყველაზე რეალური ვარიანტი კი 26 წლის მილან შკრინიარია.

გამოცემის ცნობით, შკრინიარს მსურველები არ აკლია, მაგრამ ჯერჯერობით ოფიციალური წინადადებით არც ერთ მათგანს არ მიუმართავს და გუნდის ხელმძღვანელობა 50 მილიონზე ნაკლებ წინადადებას არც კი განიხილავს.