Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

ინტერმა ჩელსის კანტეს სანაცვლოდ ბროზოვიჩი შესთავაზა

ანტონიო კონტეს ჩელსიდან ნ’გოლო კანტეს ტრანსფერს კატეგორიულად ითხოვს და მზად არის, მის სანაცვლოდ გუნდის რამდენიმე გამორჩეული ფეხბურთელი დათმოს.

SportMediaset-ის ინფორმაციით, ერთ-ერთი ასეთი ფეხბურთელი 27 წლის ხორვატი ნახევარმცველი, მარსელო ბროზოვიჩია. გამოცემის ინფორმაციით, ინტერმა ჩელსის კანტეს სანაცვლოდ ბროზოვიჩი და გარკვეული ფულადი დანამატი შესთავაზა. ბროზოვიჩი, რომელიც დაახლოებით 50-55 მილიონი ევრო ღირს, ბაიერნსაც უნდა.

ინგლისელების პასუხი ჯერჯერობით უცნობია, თუმცა ინტერი პარალელურად სხვადასხვა ფეხბურთელების გაყიდვაზე მუშაობს, რომ ჩელსის მიერ კანტეს სანაცვლოდ მოთხოვნილი 70 მილიონი ევრო გამოიმუშაოს და სხვადასხვა წყაროს მტკიცებით, გუნდი არც კრისტიან ერიქსენის გაყიდვაზე იტყვის უარს.

Leave a Reply

Your email address will not be published.