Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ინტერმა ჩელსის ლუკაკუს თაობაზე საბოლოო პასუხი შეუთვალა

გუშინ არაერთმა იტალიურმა და ინგლისურმა გამოცემამ დაადასტურა, რომ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული ჩელსი ინტერის ბელგიელი ფორვარდის რომელუ ლუკაკუს ტრანსფერით ინტერესდებოდა, რომელიც გუშინ გასული სეზონის სერია ა-ს საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა.

ისიც იწერებოდა, რომ ინტერი მზად იყო რომელუ 120 მილიონი ევროს სანაცვლოდ გაეყიდა, მაგრამ გამოცემა ANSA-ს ინფორმაციით, ლუკაკუ ერთადერთი ფეხბურთელია ინტერის შემადგენლობაში, რომელიც გუნდისთვის აბსულუტურად ხელშეუხებელია და მის გაშვებას არანაირი თანხის სანაცვლოდ არ აპირებენ.