Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ინტერმა ძაპატასგან თანხმობა მიიღო

იტალიური მედიის ცნობით, რომელუ ლუკაკუს ინტერიდან წასვლა უკვე დროის საკითხია და რამდენიმე დღეში ყველაფერი ოფიციალური იქნება, ნერაძური კი მის შემცვლელებს უკვე ეძებს.

Tuttosport-ის ინფორმაციით, ინტერის პრიორიტეტული სამიზნე ლუკაკუს შესაცვლელად ატალანტას დუვან ძაპატა იქნება და წყაროს ცნობით, ბენეამატამ ფეხბურთელისგან ტრანსფერზე თანხმობა უკვე მიიღო, მაგრამ მათ ბერგამოელებთან რთული მოლაპარაკებები ელოდებათ.

ატალანტა, რომელიც სერია ა-ში ფინანსურად ერთ-ერთ ყველაზე სტაბილური გუნდია, ძაპატას სანაცვლოდ 50 მილიონ ევროს ითხოვენ და მისი იჯარით გაშვებას ან ტრანსფერში სხვა ფეხბურთელების ჩართვას არ განიხილავენ.