ინტერმა ჰაკიმის ტრანსფერში ბაიერნი და სიტი დაამარცხა

ჯანლუკა დი მარციოს მტკიცებით,ნერაძურიმ ჰაკიმის ტრანსფერში ბაიერნი და მანჩესტერ სიტი დაამარცხა.მისი ინფორმაციით,ტრანსფერი დღეს დაიხურება და ინტერი მის სანაცვლოდ 40 მილიონ ევროს გადაიხდის,მომავალში ბონუსებით კიდევ 5 მილიონს დაამატებს.

იტალიელი ჟურნალისტის თქმით,ბაიერნი და სიტი მის სანაცვლოდ 60 მილიონ ევროს იხდიდნენ,თუმცა ფეხბურთელმა ინტერი თავად აირჩია და მისი აზრით,ეს მაროკოელი ფეხბურთელისთვის კარიერის საუკეთესო განვითარება იქნებოდა.

21 წლის ფეხბურთელი,რომელიც მადრიდის რეალის საკუთრებაშია,ბოლო ორი წლის განმავლობაში იჯარის წესით დორტმუნდის ბორუსიას ღირსებას იცავდა,სადაც 72 შეხვედრაში 12 გოლი გაიტანა და 17 საგოლე გადაცემაც ჩაიწერა აქტივში.

Leave a Reply

Your email address will not be published.