Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ინტერმა ჰანდანოვიჩის კიდევ ერთი პოტენციური შემცვლელი შეარჩია

სამირ ჰანდანოვიჩმა ვერონასთან მატჩში კიდევ ერთ უპატიებელი შეცდომა დაუშვა და რომ არა VAR-ი, ნერაძური ვეტერანი კიპერის გამო ზედიზედ მესამე მატჩში გაუშვებდა გოლს.

იტალიური მედიის ინფორმაციით, არასტაბილური თამაშის გამო ინტერმა ფეხბურთელთან კონტრაქტზე მოლაპარაკებები შეაჩერა და მისი შემცვლელის ძიება განაახლა.

Gazzetta dello Sport-ის ინფორამციით, ნერაძურის სიაში ვერონას 30 წლის კარის დარაჯი მარკო სილვესტრიც მოხვდა, რომელმაც ინტერის წინააღმდეგ შესანიშნავი შეხვედრა ჩაატარა და რამდენიმე რთული ბურთი მოიგერია.

30 წლის იტალიელი კარის დარაჯის ღირებულება დაახლოებით 10 მილიონი ევროა.