Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

ინტერმა ჰანდანოვიჩის შემცვლელი შეარჩია

SportItalia-ს ინფორმაციით, ინტერს სამირ ჰანდანოვიჩის ჩანაცვლება უდინეზეს ხუან მუსოთი სურს.

36 წლის ჰანდანოვიჩი, რომელიც ინტერის შემადგელობაში 2012 წლიდან თამაშობს, კვლავ გუნდის პირველი კიპერია, თუმცა ასაკის მატებასთან ერთად მისი შეცდომებიც მატულობს და უკვე დროა, რომ ნერაძურიმ მისი ღირსეული შემცვლელი იპოვნოს.

მათი მთავარი სამიზნე 26 წლის არგენტინელი მეკარე ხუან მუსო იქნება, რომელსაც უდინეზესთან კონტრაქტი 2023 წლის ივნისამდე აკავშირებს.

გამოცემის ინფორმაციით, ინტერი ფეხბურთელის აგენტთან ხშირ კავშირზე იმყოფება და ნერაძურის შემადგენლობაში გადასვლის წინააღმდეგი არც თავად მუსოა, თუმცა ფინანსური სიტუაციიდან გამომდინარე მისი ინტერში ტრანსფერი ზაფხულამდე გადაიდება.