Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ინტერმა ჰანდანოვიჩის შემცვლელთან შეთანხმებას მიაღწია

იტალიური მედიის ინფორმაციით, ინტერი აიაქსის კარის დარაჯთან ანდრე ონანასთან მოლაპარაკებებს განაგრძობს და კამერუნელი კიპერის გაფორმების ფავორიტია.

ნერაძური ვეტერანი სამირ ჰანდანოვიჩის შემცვლელის ძიებაშია და 25 წლის ონანა ბენეამატას პრიორიტეტული სამიზნეა. ანდრეს აიაქსთან კონტრაქტი მიმდინარე სეზონის ბოლოს ეწურება და ინტერს მისი უფასოდ გაფორმება შეეძლება.

Calciomercato-ს ინფორმაციით, ინტერმა ფეხბურთელის აგენტთან სიტყვიერ შეთანხმებას უკვე მიაღწია და ზამთარში ფეხბურთელთან წინასწარ კონტრაქტსაც გააფორმებს.