Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ინტერმა 2 ფორვარდთან შეთანხმებას მიაღწია

ცნობილი იტალიელი ჟურნალისტის ალფრედო პედულას ინფორმაციით, ინტერმა რომას ედინ ჯეკოსთან და ატალანტას დუვან ძაპატასთან პირადი კონტრაქტების დეტალები უკვე შეათანხმა.

რომელუ ლუკაკუს ჩელსიში ტრანსფერს გაოფიციალურებაღა აკლია და დიდი ალბათობით ბელგიელი ფორვარდი სამედიცინო შემოწმებას ინგლისში ხვალ გაივლის, ბენეამატას კი მისი წასვლის შემდეგ 2 ფორვარდის დამატება სურს.

წყაროს ცნობით, ინტერს ორივე ფეხბურთელისგან ტრანსფერზე თანხმობა აქვს მიღებული და მათ გაფორმებას ლუკაკუს ოფიციალურად გასხვისების შემდეგ უმოკლეს დროში გეგმავს.