Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ინტერმა 3 ტრანსფერი გააოფიციალურა

ინტერმა პარმადან იჯარით დამატებული მატეო დარმიანი საბოლოოდ გამოისყიდა, მატეო პოლიტანო ნაპოლიში, ანტონიო კანდრევა კი სამპროდიაში საბოლოოდ გაუშვა.

სამივე ფეხბურთელთან მიმართებაში, კონტრაქტში არსებული პუნქტები ამოქმედდა და გუნდებს ფეხბურთელების გამოსყიდვა მოუწიათ.

ანტონიო კანდრევას სანაცვლოდ, რომელიც სამპდორიას სეზონის სტარტზე იჯარის წესით შეუერთდა, ინტერი 2.5 მილიონ ევროს მიიღებს.

მატეო პოლიტანომ ჯენოასთან მატჩში მონაწილეობის მიღების შემდეგ ნაპოლის ფეხბურთელის გამოსყიდვა მოუწია. მის სანაცვლოდ პარტენოპეის 19 მილიონი ევროს გადახდა მოუწევს.

ასევე ამოქმედდა მატეო დარმიანის კონტრაქტში არსებული პუნქტი და ნერაძურის მის სანაცვლოდ პარმასთვის 2.5 მილიონის გადახდა მოუწევს.