Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ინტერმა 300-მილიონიან სესხზე შეთანხმებას მიაღწია

იტალიური მედიის ინფორმაციით, Suning-მა ამერიკულ საინვესტიციო კომპანია Oaktree-სთან შეთანხმებას თითქმის მიაღწია და უახლოეს პერიოდში ინტერს 300 მილიონი ევრო ჩაერიცხება.

Sport Mediaset-ის ინფორმაციით, მხარეები კონტრაქტის ბოლო დეტალებს აგვარებენ, რის შემდეგაც ნერაძური საჭირო ფინანსების მიღებას მოახერხებს, რომ სახელფასო და სატრანსფერო დავალიანებები დაფაროს.

წყაროს ინფორმაციით, თანხის დამტკიცების შემდეგ სტივენ ჟანგი ანტონიო კონტეს შეხვდება და იტალიელი სპეციალისტი საბოლოოდ გადაწყვეტს, დარჩება თუ არა ის გუნდში.