Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ინტერსა და დიბალას აგენტს შორის შეხვედრა გაიმართა

იტალიური მედიის ინფორმაციით, გუშინ რომში Coppa Italia-ს ფინალური მატჩის დაწყებამდე ინტერის დირექტორს ბეპე მაროტასა და პაულო დიბალას აგენტს ჟორჟე ანტუნს შორის შეხვედრა შედგა და მხარეებმა ლა ხოიას ნერაძურის რიგებში ტრანსფერი განიხილეს.

დიბალა სეზონის ბოლოს თავისუფალი აგენტი ხდება და მის მიმართ ინტერესი არაერთა გუნდმა გამოთქვა, მაგრამ ყველაზე მეტად ამ მომენტისთვის სწორედ ინტერი აქტიურობს.

Tuttosport-ის ინფორმაციით, ინტერი ამ მომენტისთვის არის ერთადერთი გუნდი, რომელმაც დიბალას კონკრეტული წინადადებით მიმართა, მაგრამ ჯერჯერობით არგენტინელს გადაწყვეტილება მიღებული არ აქვს და ის მომდევნო გუნდს მას შემდეგ აარჩევს, რაც ყველა მიღებულ წინადადებას განიხილავს.