Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ინტერსა და ლაუტაროს შეთანხმებამდე დეტალები აშორებთ

ინტერი ლაუტარო მარტინესთან ახალი კონტრაქტის თაობაზე მოლაპარაკებებს განაგრძობს და იტალიური მედიის ინფორმაციით, მხარეებს შეთანხმებამდე მცირე დეტალები აშორებთ.

Sky Sport Italia-ს ინფორმაციით, არგენტინელ ფეხბურთელს ინტერში დარჩენა სურს, რაც მოლაპარაკებებს გაცილებით ამარტივებს და ფაქტობრივად გადაწყვეტილია, რომ უახლოეს კვირეებში ლაუტარო ბენეამატასთან ხელშეკრულებას გაახანგრძლივებს.

მარტინესის მიმდინარე კონტრაქტი ინტერთან 2023 წლის ზაფხულში იწურება და ახალი ხელშეკრულების მიხედვით, ის იტალიურ გრანდში 2025 წლის ზაფხულამდე დარჩება.