Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ინტერს აგუეროს გაფორმების შანსი აქვს ?

ესპანური წყაროების ინფორმაციით, ბარსელონადან ლეო მესის წასვლის გამო ბლაუგრანას ახალი შენაძენი სერხიო აგუერო უკმაყოფილოა და გუნდის დატოვებას ითხოვს.

33 წლის არგენტინელმა ფეხბურთელმა მანჩესტერ სიტი დატოვა და ბარსელონასთან კონტრაქტი სწორედ ლეო მესისთან ერთად თამაშისთვის გააფორმა, თუმცა ფინანსური წინაღობების გამო ესპანურმა გრანდმა ლეგენდარული ფეხბურთელი ვერ შეინარჩუნა, რითიც კუნ აგუეროს უკმაყოფილება გამოიწვია.

რამდენიმე ესპანური წყაროს ცნობით, აგუერო გუნდის ხელმძღვანელობას კონტრაქტის გაწყვეტას სთხოვს და თუ მან ბარსელონა მართლაც დატოვა, ნერაძური არგენტინელ ფეხბურთელს ლუკაკუს პოტენციურ შემცვლელად აუცილებლად განიხილავს.