Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

ინტერს ახალი კიპერი სჭირდება !

იტალიური მედიის მტკიცებით, იუვენტუსთან გუშინდელი მატჩის დროს კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ ინტერს სამირ ჰანდანოვიჩის შემცვლელი სჭირდება.

Calciomercato-ს აზრით, ჰანდანოვიჩი უკვე იმ დონეზე თამაშს, რითიც ვეტერანი კიპერი ერთ დროს მსოფლიოში ერთ-ერთ საუკეთესო კიპერად ითვლებოდა, ვეღარ ახერხებს და ინტერმა მისი შემცვლელი სასწრაფოდ უნდა იპოვნოს.

გუშინ იუვენტუსის მეორე გოლი სწორედ მისმა შეცდომამ გამოიწვია, როდესაც ყოველგვარი საჭიროების გარეშე ვეტერანმა ფეხბურთელმა კარი დატოვა და კრიშტიანუ რონალდუს ცარიელ კარში გოლის გატანის საშუალება მისცა.

ინტერს უკვე დიდი ხანია უდინეზეს კიპერს ხუან მუსოს უკავშირებენ, რომელიც 30 მილიონი ევრო ღირს და ფინანსური კრიზისის გამო ნერაძური მის გაფორმებას ვერ ახერხებს…