Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ინტერს ბარელასთან კონტრაქტის გახანგრძლივება სურს

ნიკოლო ბარელა შესანიშნავ სეზონს ატარებს, გუნდის ლიდერი გახდა და გუნდი მზად არის, იტალიელი ფეხბურთელი ახალი კონტრაქტით დააჯილდოვოს.

FCInterNews-ის ინფორმაციით, ინტერის წარმომადგენლები ფეხბურთელის აგენტთან მოლაპარაკებებს უკვე აწარმოებენ და სულ მალე ბარელა ნერაძურისთან ახალ, გაუმჯობესებულ ხელშეკრულებას გააფორმებს.

ბარელას ახლანდელი კონტრაქტი ინტერთან 2024 წლის ივნისამდეა გათვლილი და სეზონში ანაზღაურების სახით 2.4 მილიონს იღებს, ნერაძურის კი მისი შენარჩუნება 2025 წლამდე სურს და მზად არის, ხელფასი 4-4.5 მილიონ ევრომდე გაუზარდოს.

ინტერს ბარელას გაფორმება დაახლოებით 35 მილიონი ევრო დაუჯდა, ახლა კი მისი სატრანსფერო ღირებულება 65 მილიონი ევროს ფარგლებში მერყეობს. მიმდინარე სეზონში 24 წლის ფეხბურთელმა ინტერის მაისურით 31 მატჩი ჩაატარა, 3 გოლი გაიტანა და 10 საგოლე გადაცემა გააკეთა.