Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ინტერს ბარსელონას ფეხბურთელის იჯარით აყვანა სურს

ესპანური მედიის ინფორმაციით, ინტერი ბარსელონას მარჯვენა მცველის სერჟინო დესტის დამატებას გეგმავს, თუმცა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ბლაუგრანა მის იჯარას დათანხმდება.

გამოცემა Sport-ის ინფორმაციით, ბლაუგრანა 20 წლის ფეხბურთელის გაშების წინააღმდეგი არ არის და ინტერი, რომელიც ჰაკიმის იაფიან შემცვლელს ეძებს, ნიდერლანდელი ფეხბურთელის ერთ-ერთ მსურველად მოიაზრება.

წყაროს ცნობით, ინტერს კონკურენციას დესტის ტრანსფერში ბაიერნი გაუწევს, თუმცა პირდაპირ თანხის გადახდას არც გერმანელები აპირებენ და ყველაფერს ფეხბურთელის სურვილი გადაწყვეტს.