Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

ინტერს ბასტონისთან კონტრაქტის გახანგრძლივება სურს

ჯანლუკა დი მარციოს მტკიცებით, ინტერის წარმომადგენლები ალესანდრო ბასტონის აგენტს შეხვდნენ და ახალი ხელშეკრულების დეტალები განიხილეს.

ბასტონის ინტერთან კონტრაქტი 2023 წლის ივნისში ეწურება, ნერაძური კი 21 წლის ცენტრალურ მცველს უფრო გრძელვადიან კონტრაქტს და გაუმჯობესებულ პირობებს სთავაზობს.

ბასტონის გარდა, მისი აგენტი მატეო დარმიანის ინტერესებსაც წარმოადგენს და შეხვედრის დროს მხარეებმა მის შესახებაც ისაუბრეს. ნერაძური მატეოს პარმადან უახლოეს დღეებში, 2.5 მილიონი ევროს სანაცვლოდ გაიფორმებს.

Leave a Reply

Your email address will not be published.