Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

ინტერს ბროზოვიჩის გაყიდვა უნდა, თუმცა…

Corriere dello Sport- ის ინფორმაციით, ნერაძური მარსელო ბროზოვიჩის გაყიდვას ცდილობს, თუმცა ჯერჯერობით მის სანაცვლოდ კონკრეტული წინადადებით არც ერთ გუნდს არ მიუმართავს.

ბროზოვიჩმა ინტერში დარჩენის სურვილი გამოთქვა, თუმცა ანტონიო კონტეს მასთან დაკავშირებით სხვა გეგმები აქვს. იტალიელ სპეციალისტს მისი გაყიდვით მიღებული თანხის სანაცვლოდ ნ’გოლო კანტეს შეძენა სურს…

ბროზოვიჩი ინტერში 2016 წელს, დინამო ზაგრებიდან გადავიდა და ნერაძურის მაისურით 200 შეხვედრა ჩაატარა.